ხვალ გაზაფხული მოვა და ...


ხვალ გაზაფხული მოვა და
რადა ვარ ასე ეული.
იავ, თუ სადმე წაგაწყდი,
გადაგეყარე სნეული,
ჩემს ლარნაკს დაამშვენებდა
ეგ შენი ტურფა სხეული.
მიწას გამოგგლეჯ, წაგატან,
დარჩები ჟამ დალეული!
გიჯობს იფრთხილდე, მემალო,
დაგეძებ გადარეული!
      
                      - მერ'ფი -

p.s.
ვინ მოთვლის რამდენ, იას, ენძელას და ყოჩივარდას გაუყენებენ ლარნაკის გზას. რატომ არის, რომ ბუნებრივი სილამაზე მაინც და მაინც ჩვენს ვაზაში უნდა გადმოვიტანოთ, როცა ვიცით, რომ ეს მას სიცოცხლეს მოუწრაფავს და დააჭკნობს?!.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი