როგორ გავძელი უსიყვარულოდ ამდენი წელი


როგორ გავძელი უსიყვარულოდ ამდენი წელი,
ო, ღმერთო ჩემო შენ დამიფარე,
ახლობელია, ყველაზე უფრო, სევდა და ცრემლი,
ამ ხელოვნური ბედნიერებით გადავიღალე ...
დროის მკვლელობა, 
დრომოჭმული მკვლელობა ოის, 
როგორ ვეწამე უილაჯო პატიმრობაში,
თვით სიკვდილამდე ჩართულია მრიცხველი დროის,
მრიცხველი დროის, გადამყვანი სულ სხვა ყოფაში.
ოცნების ხმები, ბავშვურ გრძნობით განაჯერები,
და შორეული მოგონების თბილი ზმანება,
როგორ გავძელი უსიყვარულოდ კატასტროფაში,
ამ უქმობაში დროის ფლანგვა დამენანება.
ხუნდება ყველა, ბუნებაში, ფერები თვალის,
კვდება წარსული, რას მოიტანს იმედი ხვალის?

                                          -მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი