ტირანის აღსარება


ზღვაში დავდგი ტახტი
ცაში ზარბაზანი.
დავიპყარი მთვარე,
ვარსკვლავეთის გზანი...
დედამიწა ჩემი,
ფეხსაგები ჩემი,
ხმელეთს მივაყენე
ატომური გემი.
დავაჩოქე ყველა
ვინც აღმიდგა წინა,
გადავადნე ჯავშნად,
ფოლადი და რკინა.
ოქრო უთვალავი
დავიყარე ცამდის,
მაგრამ დამიჯერეთ,
არ მასვენებს დარდი.
მე მომბეზრდა ყველა.
თვალში არვინ ამდის,
და უგრძნობო ხევში
ვგრძნობ რომ გადავვარდი...
რად მინდოდა ნეტა
დიდება და ფული
თუ სანაცვლოდ ჩაკვდა
ჩემში სიყვარული!..

            -მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი