იმტვრევა ყველა ქვა, შედევრი, ნიმუში.
www.merpi.ge იმტვრევა ყველა ქვა, შედევრი, ნიმუში. წალეკავს დინება ყოველგვარ ქმნილებას. გახდება ყოველი ხატება საკვლევი, და შეკვეცილი პროგრესია დარჩება მუდამ... ბერი დამხობილა ლოცვად შემდგარი. გამრავლდით ოღონდაც, გამრავლდით ოღონდაც, ცხოვრების მიზანი, მიზანი მჭეხარი... მუზები ვერ იტევს ყველა ქმნილებას, ფერი გადასდის წარსულ დიდებას. იმსხვრევა ტაძრები, შემუსრეს კოშკები, ცხოვრება მიჰყვება სხვა ახალ დინებას... რა არის უკვდავი? ვინ არის მედგარი!.. გამრავლდით ოღონდაც, გამრავლდით ოღონდაც, ცხოვრების მიზანი, მიზანი ეგ არის... იმტვრევა ყველა ქვა, შედევრი, ნიმუში. წალეკავს დინება ყოველგვარ ქმნილებას! - მერ'ფი -
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი