მე ვარ პოეტი უხმო, უბატონო და უყმო


მე ვარ პოეტი უხმო,
უბატონო და უყმო...
არსაით ველი მისანს,
მივდევ ზეციურ მიზანს.
ვცდილობ გავექცე თვალებს,
მჩხიბავებსა და ვალებს.
რაა სიცოცხლის არსი,
თუ გაგვიხდება ფარსი,
ხელი არ ახლოთ სკიპტრას !
ვის რაში არგებს ეპყრას,
ჩემი დიდების თასი.
სხვისთვის არა აქვს ფასი...
და, ვარ პოეტი უხმო,
უბატონო და უყმო...
-მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი