ვინმეს გინახავთ ნიავში...


ვინმეს გინახავთ ნიავში
როგორ ჩურჩულებს ჩალა?
როგორ ყვითლდება მწვანე და
როგორ ეცლება ძალა,
ცაზე გადამფრენ ფრინველთა
უკანასკნელი ღალა,
ნაჭირნახული ბუნება,
თითქოს რომ დაიღალა...
-მერ'ფი-
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი