ისევ მოგველის ზამთარი,
ისევ მოგველის ზამთარი, ისევ თოვა და ქარი. სულ ორი ღერი ფიცარი, მიწის გროვა და ზარი... კაცი ქვეყნისთვის, ამ ყოფით, ცოცხალია თუ მკვდარი?!. ეს უძლურება სულს არღვევს, როგორც ძველ ფრესკებს ბზარი. ჩვენ მოკვდაობა არ გვინდა, სულში ბობოქრობს ჯარი... წამოაბოდებს ლექსებად, ფიქრების ნიაღვარი... დროც უსარგებლოდ ილევა,. ამა სოფლისა კვარი... ვინცა მოასწრო, იტვირთა თავისი წილი ჯვარი. ვინც ვერ მოესწრო, ამაოდ ვისაც დაუდგა თვალი, ჟამმა უკვალოდ წაშალა მათი ნება და კვალი... ნეტავ სად ვპოვო, შევაღოთ მარად სიცოცხლის კარი?!. -მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი