დამთავრდა დღე, და...


დამთავრდა დღე, მე მშვიდად ვიძინებ,
შენც მშვიდად იძინებ, ის?..
მეც რომ მაქვს იმედი, შენცა გაქვს იმედი,
გათენებული ხვალინდელ დღის!..
ის?..
ის ვინც ქარცეცხლში გაეხვა ომის,
ვის ფეხსაგებზეც ჭურვები სკდება,
ვისაც ხელებში ჩააკლეს ბავშვი,
ისე ხვალინდელ დღეს როგორღა ხვდება?!..
ომი ომია - იტყვიან ასე:
ტყვიამ არ იცის პატარა, დიდი,
ამაზე მაშინ უნდა ეფიქრათ,
როცა ჩალეწეს მშვიდობის ხიდი!..
ამბობენ ომი სიმართლეს ძირავს,
ძლიერი ხდება გმირი, საქები,
დიდების რისხვას ბავშვებს ნუ ვსწირავთ,
ბავშვი არაა ხელშესახები !...
-მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი