ბოლოს ხომ მაინც...


ბოლოს ხომ მაინც იქ მივალთ ყველა,
იქ მივალთ ყველა,
სადაც არავინ არ იცის,
სიკეთეა თუ მოკვდავთა წყევლა...

ზოგი ჩქარა და ზოგი კი
ამ წერტილამდე მიიწევს ნელა,
მაგრამ შედეგი ყოველთვის დგება,
სხეული კვდება...

- მერე რა ხდება?!..
მინდა ვირწმუნო სამარადისოდ
სიკეთე რჩება...
ბოროტი ქრება!
-მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი