ოჰ, საქართველოვ!


ჯერ საქართველოს გული გაჩერდა,
მერე დაიწყო ძგერა ძლიერი.
მერე წამოსკდა ღვარად და ცოფად,
თავისუფლების გრძნობა მშიერი.
იგი დღეს ჩვენთან ჩაიმუხლებდა,
გულში ფარულად იგრძნობდა ტკივილს.
და სევდას ცრემლით გაიყუჩებდა,
არ მოჰყვებოდა უაზრო ჩივილს...
ოხ, საქართველოვ, ვენახი ხარ, ვაზი ანკარა.
როდესაც კაცი შენს მადლს იღებს,
მუხლს იყრის მისთვის.
თუ ზევითა ხარ, ცის კამარაზე,
შეგევედრება ხელებაპყრობით.
ლოცვას წააგავს ვაზის კურთხევა.
ლოცვა მადლია საქართველოსთვის.
   -მერ'ფი-

(ლექსი ეძღვნება ნოდარ დუმბაძის ხსოვნას.)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი