მთვარე არეკლილა ნაწვიმარ წუმპეში
მთვარე არეკლილა ნაწვიმარ წუმპეში, ირგვლივ ტალახში ნაფეხურები, გემი შემოსულა ნისლიან ყურეში, და ქარის ზუზუნს იჭერს ყურები საყვედურები... საყვედურები... ნეტა ვიცოდე რას მემდურები. ცხოვრება სავსეა ნაფეხურებით, ზიგზაგებით და საფეხურებით. გზა და ბილიკი ვიწროა, სველი. როგორ ვიარო თეთრი სამოსით. მესმის გოდება წარსულზე, ძველი, და ეკალ-ბარდი ვარდებს ამოსდის. თუ არ დაიცავ არასდროს თავი შემოგეჩვევა ათასგზის ავი! -მერ'ფი- www.merpi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი