გადაგიარეს, გადაგიარეს, გადაგიარეს!
გადაგიარეს, გადაგიარეს, გადაგიარეს! და აღარ გინდა ჯურღმულს ვეგდო, ისე ვიცქირო? ჩემს გასახარად შენს წილად ხომ გრამიც არ ჩადე, ძალა არ შემწევს იარები, რომ მოგირჩინო... ჰო, როცა ძალა მეცლებოდა გევედრებოდი, ჩემთვისაც მცირე გეწილადა ნასუფრალიდან. შენ ზეიმობდი გამარჯვებას, ხოტბით ტკბებოდი, დღეს კი უგულო გგონივარ და ჩემზე მწყრალი ხარ! სად არის შენი ამფსონები, მეინახენნი? ნახე რა უცებ გადაბარგდნენ სხვათა ბანაკში?!. მეკერმეობას დაჩვეულნი სვავურ შეგრძნებით, ახლა დიდებას აგრძელებენ ახალ ალაგში... მეც გული მტკივა, რომ იგრძენი უღვთოდ დაცემა, ისევ მე შეგრჩი ერთად-ერთი გულნაიარევს, სათავეშივე დაიგეგმა შენი გაცემა, გადაგიარეს, გადაგიარეს, გადაგიარეს! -მერ'ფი- www.merpi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი