ზოგს, ავსულს, ნეტა ასეთი ​რა მაგნიტი აქვს დაბედებული


ზოგს, ავსულს, ნეტა ასეთი
​რა მაგნიტი აქვს დაბედებული,
ღამეს გამოქცეული,
ჭრაქის შუქზე
მოფარფატე ფარვანებივით,
​რომ იზიდავს ამდენ ხალხს...
​ფარვანა, რომელიც გაურბის თალხს,
აგერ პირდაპირ ცეცხლის ალში
​იწვის და კვდება!
​ვთქვათ და ფარვანა ვერაფერს ხვდება,
​ადამიანი?
​თან როცა ამჩნევს თვალწინ რაც ხდება...
​ხო და ეს მიკვირს,
რატომ არის, რომ ადამიანიც „ფარვანა“ ხდება?
​ -მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი