შორს მოციმციმე გალაქტიკები


შორს მოციმციმე გალაქტიკები,
ამ საუკუნის ვარსკვლავთა ღამე.
არ ვიცი ვინ ვარ და ვინ ვიქნები,
​გთხოვ ანგელოსო მითხარი რამე...

მე განდიდებას არ ვითხოვ, არა,
​დროს მწვერვალები ჩირად არ უღირს.
ეს მცირე რწმენა არ კმარა, არა,
​ურჯულოება შემინდე უღირსს...

ცად ვარსკვლავები მაოცებს ღამით,
​და ნაღვლიანი მთვარის ზმანება.
​ჩვენი ცხოვრება იცვლება წამით,
​წინ სხვა სამყარო მოგვეზმანება.

მსურს სინანულმა იფეთქოს გულში,
რომ აღმოვცენდე, ღვთივ სიყვარულში.

                      -მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი