ხალხური სიტყვის ოსტატი


ხალხური სიტყვის ოსტატი
​იყო ავთანდილ ჩოხელი.
​დღემდე მის ლექსებს ხალისით,
​იხსენებს მთელი სოფელი.
​​
​მასზე ლეგენდებს ყვებიან,
როგორ უყვარდა ყვარელი.
კაცი მსგავსი არ მსმენია.
​მთა-ბარის ასე მყვარელი.

​ზოგი ტარზანსაც ეძახდა.
​ხიდან-ხეზე რომ ხტებოდა.
​ზოგი მისი ხმის ძალით და
​მისი სიმღერით ტკბებოდა.

ის გახლდათ ჩემი სიმამრი,
​ჩემი მეუღლის მშობელი.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს,
​დატოვა წუთისოფელი.

მოდით ავუნთოთ სანთელი,
​გული, რომ ჰქონდა ლომისა.
ფარავდეს წმინდა გიორგი,
ჩოხის მადლი და ლომისა!
-მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი