ბევრჯერ ვიყეფე...
ბევრჯერ ვიყეფე, ვიყეფე, ბევრიც ვიყმუვლე, - ტყვილადა! ამით ვერაფერს ვეწიე, მეყოფა გაკვეთილადა. თქვენც იმას გირჩევთ ბოკვრებო, რაც მეც მასწავლა ცხოვრებამ. ყველამ თავისას მიხედოს, მამა აბრამის ცხონებამ. ვისაც ჩავაცვი - გამხადა, ვისაც ვაჭამე - შემჭამა! მგელი გაწყვიტეს, ვენახი უპატრონო თხამ შეჭამა. ასე იტყოდა ლუხუმი, რომ არ ეწადა აღდგომა. “ეღირსებაო ლუხუმსა ლაშარის გორზე შადგომა?!“ -მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი