წამის გმირი ხარ!..
წამის გმირი ხარ!.. მერე ხდები წამების გმირი. ასე იქმნება წამ - წამებად შენი ამება. ეს საწამლავი, თითქოს წამლად სჭირდება სხეულს, რომ ვეღარ იგძნოს შენი სულის ტანჯვა-წამება!.. წამის გმირი ხარ? წამ-წამებად ქრება წამები. წამები წამებს აწამებენ წამის წამებად. რას არ იკადრებ, უმსხვერპლო ამ წამს, დე წამით თავი აღარ იგრძნო განაწამებად... წამის გმირი ხარ, გმირი ხარ... წამის. -მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი