ამ ცხოვრების დედაც... კმარა!
ამ ცხოვრების დედაც... კმარა! ავ ცხოვრების წამებს! მაგრამ ამით რას მოვიმკით, თუ გულს დაგვიამებს?!. წაგებული ომის გმირებს, გვერგო მწარე ბედი. მერამდენე შვილი კვდება საქართველოვ, დედი? ეს ქვეყანე უკუღმაა აწყობილი თითქოს. სულ სხვაგან გვაქვს „ბასიანი“, ველოდებით „დიდგორს“! მუდამ იმას გავიძახით, სად გვაქვს სამართალი, როცა ხედავ ბავშვი კვდება ვქექოთ მტყუან-მართალი! ხოდა რა აქვს გამართლება მერე ნათქვამ სიტყვებს? კაცი კაცად ვეღარ კაცობს, ქალი სხვა გზას ირჩევს. ამ ყველაფეს ეწირება თვით ქართველი ერი. რაღად გვინდა გარე მტერი შინ გვაკლია მტერი? სადაც არ სჯობს იქ ვძალადობთ, სულ ვემხრობით ძლიერს. უფრო მეტად ვაშიმშილებთ დაჩაგრულს და მშიერს. მერე ვიღაც თავს მოიკლავს, ვალში გვრჩება ღმერთთან, დამნაშავე ყველანი ვართ, იმ დაჩაგრულ ერთთან! ერიც ისე ვეღარ ერობს, ვეღარ ბერობს ისე ბერი. რომ ქართველმაც გაიხაროს, როგორც ხარობს ახლა მტერი. ჩვენ კი მხოლოდ გულს თუ ვიფხანთ ერთმანეთის ლანძღვა-ჭამით. ხალხო, ნუთუ ვეღარ ვხვდებით, ვის ვახარებთ ხშირად ამით?!. სხვისი ბედი ვის ადარდებს, გინებაა როცა ტრენდი. შენი კალთა დაგვაფარე ღვთისმშობელო, გგესავთ, დედი... ამ ცხოვრების დედაც... არა! არ შევეხოთ დედას! მოდით მათაც მოუსმინოთ, ამის თქმას, რომ ბედავს! -მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი