ჩვენი ვალია სიცოცხლე!
ჩვენი ვალია სიცოცხლე, ვიყოთ სიცოცხლის მოსაყდრე, სიკვდილის კლანჭებს დავეხსნათ, ღვთის სასუფევლის მოსვლამდე! ჰო! ეს ვალია ვიცოცხლოთ, ვიცოცხლოთ ბოლო წუთამდე. აქ რომ სამოთხე არა გვაქვს, აქ რომ არ არის მუდამ მზე, გულს დავიკრიფოთ ხელები, ბნელეთის ხახა ვახაროთ? ჩაყლაპვა ჩვენი შვილების, კმარა! გვეყოფა! ვაკმაროთ! ჩვენი ვალია სიცოცხლე... -მერ'ფი-