დიდების ვარდნა... დღეს გაიმარჯვე, კვარცხლბეკზე დადექ!


დღეს გაიმარჯვე, კვარცხლბეკზე დადექ!
​ხვალ?.. ხვალ გაიმარჯვებ?..
​რამდენჯერ ახვალ ნანატრ კვარცხლბეგზე?
​მერე ოდესაც მოგწყინდება ზემოდან ცქერა,
გაჩერდები და მძიმედ მოგხვდება...
გამარჯვებები კადრებად რჩება შენს ისტორიას.
მერე რა ხდება?
​შენზე ყვებოდნენ ათასგვარად ამბავს,
ტყუილს თუ მართალს.
​დრო კი მიდის და
წინ რა დაგხვდება?..
შენი ამალა სხვა გმირებს ხვდება.
და ასე ხდები ჩამოწერილი, ეპოქის გმირი!
​გმირი, რომელიც სულ არ სჭირდება
​დამდგარ დროებას!..
​და მაშინ დგება ბოლო გამოცდა,
​როცა გმირისგან სევდის მომგვრელი
ძალამიხდილი ​მოხუცი რჩება.
​ბოლოს მოხუცი, უპატრონო,მივიწყებული,
​ქუჩაში კვდება...
ღმერთმა გაშოროს ასეთი ბედი.
ამ ქვეყნად მხოლოდ ერთხელ მოხვედი...
-მერ'ფი-
-

www.merpi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი