ჩვენ ყველა ერთმანეთს ვწამლავთ


ჩვენ ყველა ერთმანეთს ვწამლავთ.
მე ჩემი მანქანით, შენ შენი ქარხნით,
ის ხეებს აცლის ისედაც გადახრუკულ დედამიწას...
სხვა ხეხილს წამლავს საწამლავებით.
და ამ დაწამლულ ხილს თუ ბოსტნეულს
გვშია და ვყიდულობთ, შვილებსაც ვაჭმევთ!..
მერე წამლებით ვეწამებით დაწამლულები
და ველოდებით ჯერ არ შემდგარ ბედნიერებას!
-მერ'ფი-

www.merpi.ge
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი