ყვარელს უხდება თეთრი ნაბადი...
ყვარელს უხდება თეთრი ნაბადი, ნაბადი მოსავს კუდიგორის გორს. დურუჯის შავი ქვიშის საბადოს, მარგალიტებად ფიფქები ათოვს. დოლოჭოპიდან ვაზოვანისკენ, თეთრ საბურველში ჩაეფლო მთები. თითქოს სიბერე დაიტყო ხევმა. ტყემ დაიმშვენა ჭაღარა თმები. ზეცამ ღრუბლები გადაიყარა, და მზე გამოჩნდა მიწის მყვარელი. ასე სპეტაკი და ასე კოხტა, ბევრჯერ გვენახოს, ღმერთო, ყვარელი! - მერ'ფი- www.merpi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი