0 24

ძალზედ ცუდად დაამთავრებთ!


ძალზედ ცუდად დაამთავრებთ!
ბატონებო გეტყვით ამას,
როცა ისე გაღორდებით,
​იწყებთ ობლის კვერის ჭამას...
თუკი ცოდვა- მადლის განსჯა,
​სამართალს ვერ ჰპოვებს თქვენში,
ალბათ ხვდებით, თქმაც არ უნდა,
​რა მოჰყვება ამას ერში...
​ხოდა დროა გონს მოგების,
მოიმუწეთ, კმარა,  პირი.
სანანელი არ გაგიხდეთ
რაც გვარგუნეთ  გასაჭირი!..
-მერ'ფი-

www.merpi.ge
კომენტარები (0)