Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_06g1t92faao8nfbvevdgu82sm6, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
მე არ მინახავს... - მერაბ (-მერ’ფი-) ფირცხალაიშვილი | პოეზია

მე არ მინახავს...


(ეძღვნება თეკლა სეფაშვილის ხსოვნას.)
---
მე არ მინახავს სხვა ანგელოსი,
რომელიც ასე მალე გაფრინდა.
​მე ანგელოზი სხვა რამ მეგონა,
​რომელიც სადღაც ცაში დაფრინავს...
16 წელი, ღმერთო 16?..
​რად მოინდომე მისი მოხმობა?
მას, ხომ დღეს ჩვენში უნდა ეცხოვრა,
​მის გარეშე ხომ გველის მოხმობა,
​სწორედ იმ ნერგის, სიცოცხლის ხედ,
​რომ უნდა ეხარა!..
​ღმერთო გავედრებ მის წმინდა სულს და
​შენ უპატრონე, ესეც ხვედრია,
რადგან სასწორი სიცოცხლისგან,
ავბედითობით,
მარადისობის საპირწონედ გადაიხარა!.
​ბოლოს უფალო, გვინდა ვიხილოთ,
​მისი უბიწო სულის ნათელი.
აქ ვერაფერი გაუგეს მის სენს,
​შენ ღმერთი ხარ და ის კი ჩაქრა,
როგორც ტაძარში ანთებული,
წმინდა ტარიგად ვედრებული,
საღვთო სანთელი...
-მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი