ხალხო სიცოცხლე არ გვინდა?!
ხალხო სიცოცხლე არ გვინდა?! პითონს ვუგდივართ ხახაში. ჩვენი მოგუდვა სრულდება. გადასულია ყლაპვაში!. ყელს მწარედ გავეჩხირებით ერთად შეკრული მუშტადა! ცალცალკე არაფრად ვღირვართ აღარც მსახურად... მუშადა... ხვალ რობოტები შეგვცვლიან, ჩვენ კი უკვალოდ გავქრებით, და დედამიწას შერჩება მხოლოდღა ოლიგარქები?!. ვისაც არ მოგვწონს ფინალი. უღლად დაგვადეს ვალები. გაგვაკოტრეს და გაგვხადეს ახალი პროლეტარები! „წუთისოფელი ომია! ომი ფუტკრის და კრაზანის“. აქლემის ქურდი, განა ქურდს, ყველას, მოუსვლელს აგზავნის!.. საწყალ ხეს უთქვამს მოსაჭრელს, რას დამაკლებდა რკინაო. ტარი რომ ხისა არ ქონდეს, მიტომაც მომეწყინაო... -მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი