დედა


დედა პირველი სიტყვაა,
ჩვილი რომ მის თქმას ბედავს.
ზენა ნათელს ნუ მოაკლებს,
დიდხანს იცოცხლოს დედამ...
ჩვენა დღემუდამ თუ გვახსოვს,
როგორც ვახსოვართ დედას?
მისი თვალები და გული
მარად ჩვენს ყოფას ხედავს.
გვერდზე გადავდოთ საქმენი,
ეს დღე დავუთმოთ ნენას.
მოვუაროთ და ვუწამლოთ.
სიშორით მოსილ წყენას...
დედის დღეს ყველას გილოცავთ,
ერში გვემრავლოს დედები.
სანამ დედაა ამ ქვეყნად,
მანამდე არ დავბერდებით...
და ვისაც არ ჰყავს მშობელი,
გულში დატოვა ტკენა.
ღმერთი ნათელში ამყოფებს,
გვქონდეს მაცხოვრის რწმენა.
  -მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი