განა ისეთი რა უნდა ვთქვა...


განა ისეთი რა უნდა ვთქვა,
რომ აღფრთოვანდეთ ​ჩემი სიტყვებით? ​
განა ისეთი რა უნდა ვქნა,
გულმოწყალებას ​თავად მიხვდებით... ​
განა ჩემთვის გთხოვთ. რადგან მწირი ვარ,​
​მაგრამ არიან მწირი გმირებიც,
როგორც ღატაკნი.
შიმშილისაგან დაცემულები.
მაცხოვარივით გაცემულები,
სულიერადაც ჯვარსცემულები​,
ლუკმა პურისთვის,
ახალ ნიკალად, ვაჟად, გრანელად,
​​უნდა ვაქციოთ?..
არადა ​თითომ, ხომ შეგვიძლია,
რომ თითო მაინც, წამოვაყენოთ.
განა ამდენი ვინ უნდა იყოს?
​ვერ მოვუაროთ, არ დავაქციოთ...
P.S.
ვისაც ბევრი ჰქონდაო,მეტი წილი წაიღო.
ღარიბმა კი მისთვის მხოლოდ მცირე სარჩო აიღო.
და აღსავლის კარი როცა უფლის ნებით გაიღო,
მაშინ ერთი თხილის გული, ცხრა ძმამ, ძმურად გაიყო.
-მერ'ფი-

--- www.merpi.ge ---

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი