0 85

ტიბუ მიირთვით ხშირადო...


ტიბუ მიირთვით ხშირადო,
გვმოძღვრავს მეგრელი ბაბუ.
ჭამის წინ ასე ამბობდა
- ვირუსს დავადოთ ტაბუ! 😁
-მერ'ფი-

P.S. ტიბუ მეგრულად „თბილს“ ნიშნავს და ეს წვნიანი თბილი უნდა მიირთვათ.

მზადდება ასე (4 ულუფა): 1 ლიტრ წყალს აადუღებთ. ცალკე ქვასანაყში ჩანაყავთ - 2 სუფრის კოვზ გამხმარ ქონდარს, 1 თავ ნიორს, წიწაკას.. დაამატეთ მარილი. გახსენით ჭიქაში 3-4 კოვზი მჭადის ფქვილი და ჩაუშვით თუხთუხა წყალში... კარგად მოურიეთ, თხელი კრემ-სუპის სისქე უნდა გამოვიდეს...
დაუმატეთ ჩანაყილი ქონდარი და ნიორი... მოურიეთ... ადუღებთ, 10 წუთი... ბოლოს უმატებთ 2 სუფრის კოვზ კარგ ძმარს...
კომენტარები (0)