ამ ვირუსს სიჩუმის ხმა მოაქვს...


ამ ვირუსს სიჩუმის ხმა მოაქვს,
ქუჩებში შიში თარეშობს!
სანამ შენს კართან ჩაივლის,
​მოწესრიგდი და დადექ შორს!
თითქოს იქ, ზევით, იციან
​თუ არ შევცვალეთ ჩვევები,
​ეს არის რეპეტიცია,
​წინ გველის გამოწვევები...
ვინც ვერ გაუძლებს, მოწყვლადი
ხდება მთლიანად ერები.
​​თავს გავუფრთხილდეთ ყველამ და ​
შორს ვირუსისგან ხელები!​.
   -მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი