აღსარება. ( ხანდახან ვფიქრობ მე ის ცხვარი ვარ )
აღსარება --- ხანდახან ვფიქრობ მე ის ცხვარი ვარ, რომელიც ცდილობს ფარას გაექცეს, მას საზღაურის არ ეშინია თავისუფლების გრძნობით დაეცეს!.. ხანდახან ვფიქრობ მე ის ცხვარი ვარ, მწყემსი, რომ ფარას დატოვებს ჩემთვის. მიპოვის, ძლიერ გაიხარებს და ეს სიხარული ჩემს გრძნობებს ერთვის!.. ახლა გავრბივარ, გავურბი ყველას, მწიგნობარებს და მთავარხუცესებს. ამბიონიდან მოვლენილ გვემას, ღვთის მსახური, რომ ცოდვილთ უწესებს!.. სულ გავურბივარ უფერულ მასას, ათასებიდან დე დავრჩე ერთი!.. მინდა ვირწმუნო მთელი არსებით, არ მიმატოვებს უფალი, ღმერთი... -მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი