კარუსელი (საბავშვო სიმღერის ტექსტი)


ბრუნავს, ბრუნავს კარუსელი.
ხან ჩქარი და ხანაც ნელი.
მასზე ჯდომა და გართობა,
სულ არ არის თურმე ძნელი.
თუმცა ზოგჯერ აგიტაცებს,
გეგონება ღრუბლებს მაღლა.
თუ გართობა გაგიტაცებს,
შეგაწუხებს მცირე დაღლა.

 კარუსელი, კარუსელი,
ბრუნავს,ბრუნავს კარუსელი.
კარუსელი, კარუსელი,
ათასფერი კარუსელი.
კარუსელი, კარუსელი,
სულ მოძრავი კარუსელი.
კარუსელი, კარუსელი,
საოცნებო კარუსელი.

 ხანაც შიშის ჭმევა იცის,
ხანაც კიდევ თავბრუს ხვევა,
მაგრამ თუკი გულადი ხარ,
ისიც უცებ მოგეჩვევა.
ათასფერად მოელვარე,
ნათურების მთელი ქსელი.
ზღაპრულ ბორბალს მოგვაგონებს
საოცნებო კარუსელი.

 კარუსელი, კარუსელი,
ბრუნავს,ბრუნავს კარუსელი.
კარუსელი, კარუსელი,
ათასფერი კარუსელი.
კარუსელი, კარუსელი,
სულ მოძრავი კარუსელი.
კარუსელი, კარუსელი,
საოცნებო კარუსელი.
-მერ'ფი-
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი