ნუ დავამძიმებთ, მამათა... (პეტრემ თქვა...)


ნუ დავამძიმებთ, მამათა,
ცრემლით მათ წმინდა ოლარებს.
მადლი არა აქვს ნასისხლარ
ოქრო-ვერცხლსა და დოლარებს!..
თვით პეტრემ სამჯერ უარყო
მაცხოვარი და უფალი,
რომ ყოფილიყო ტანჯვისგან
დროებით თავისუფალი...
წუხელ ზმანება ვიხილე,
კოცონთან ახლოს მამალი.
და მის მესამე ყივილზე
პეტრემ, რომ ჰპოვა სამალი...
ის რომ გადარჩა უვნები
უფალს მადლია ამაში.
პეტრე კლდე გახდა იმ დროის
ქრისტიანთ ტაძარ-სამალში...
... ვინ იცის ვის რას უმზადებს,
დღემრუდე  ჟამის  წირები...
პეტრემ თქვა :  - დღეს თუ გადავრჩი,
დრო მოვა...      შევეწირები! 
... და როგორც პეტრეს, მონანულს,
​არ მიგატოვებს უფალი. 
სადაც არ უნდა ეკრძალო, 
ავისგან, თავისუფალი.
                                                           -მერ'ფი-
15.04.2020.  ( ოთხშაბათი. მაცხოვრის გაცემის დღე! ) 
P.S. 
ნუ განსჯით ადამიანებს მხოლოდ მცირედი ეპიზოდის მიხედვით!
                                                           -მერ'ფი -

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი