მტერი, მოსული, შენს მიწაზე ასე გულადობს...


მტერი, მოსული, 
შენს მიწაზე ასე გულადობს,
​და შენ რაი გჭირს, 
​რომ სოროს ეძებ და ელაჩრები?!.
​ხმის ამოღებას თუ ვერ ბედავ 
​„ვაი თუ...“-ს შიშით,
​ის მაინც ჰქენი,
​რომ ავაზაკს ნუ ესარჩლები!..
​მხარი მხარს მივცეთ,
​გული გულს და დავითმინოთ
​“თვალი თვალის წილ!“...
„​კბილი კბილის წილ!“
ძმათა შორის არ სახვედრია.
​გათითოკაცებულ ქართველობას
​ძალა გვეცლება.
​მტერი რომ გვიტევს
​ვაჟკაცურად დასახვედრია!
  -მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი