რამდენმა მითხრა...


რამდენმა მითხრა,
- რად ამბობ შავზე ,რომ
შავი შავია.
განა ისედაც არ ვიცით
ვინც ყორანი და ყვავია?!
შენ რომ გგონია ათეთრებ,
იქნებ სწორედ რომ აშავებ.
ასე ხალხს  გადაიკიდებ,
შენს ბედის წერას აშავებ!
 და ნიღბიან სახით ვიარო?
ყალბი ღიმილის ფერებით?
ვისაც ფული თუ ძალა გაქვთ,
თუ ყველას მოგეფერებით.
ასე  არ ვხდები პირფერი?
გულს მოგფხანთ ყველას ამით მე?
თუ ღმერთი გწამდეს შემეშვით,
ჩემი გოლგოთა დამითმეთ.
"არ გათეთრდების ყორანი
რაც უნდა ხეხო ქვიშითა"
მაგრამ ბულბულად რაიდ ვთქვა
თუნდ არწივების შიშითა.
თქვენ თქვენი გზებიც გეყოფათ,
უთქმელი, გულით სათქმელი.
ეკლესიაში დავანთე
სუფთა სინდისის სანთელი.
ღმერთო იხსენი, დაიცავ,
"მხოლოდ სუფრაზე ქართველი"!
   
--მერფი--

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი