ფანფარონი!


აბელას ფეხებზე შემდგარი
გზას გადაჰყურებს მამალი.
​წიწილებს ასე უკვეხნის,
რაღას გჭირდებათ სამალი!..
​ძერა რომ გადაიქროლებს
გულგახეთქილი გარბის და
რომ ჩაწყნარდება ქოთქოთი,
წამოხოხდება ნამალი.
თავი იმგვარად უჭირავს,
მე, რომ აქა ვარ, თქვენს გვერდით,
მეფე ვარ, რისხვით მავალი.
ვინ შემედრება ბრძილაში,
რა თოფი, ტყვია-წამალი!
​-მერ'ფი-
P.S.
აბელას ფეხებზე შედგომა - თავის დიდად წარმოჩენის ცდა ყალბი საშუალებებითა და ცრუპენტელობით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი