ჩემი საღამოები ერთფეროვანია


ჩემი საღამოები ერთფეროვანია,
როგორც ცივ ზამთარში უფოთლო ხეები.
ჩემი გაზაფხული გზაში გაიყინა,
სუსხმა გადაფარა მზიანი დღეები!
მაინც ველოდები ისევ ყვავილობას,
ხანაც ველოდები წვიმიან ქარებს.
სიზმრებით შევცვალე მწირი რეალობა,
ძილში გალაღება სცოდნიათ თვალებს.
-მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი