როცა ურმები გადაბრუნდება (ჭრიჭინობლების შეკერილ ღამეს...)


„ჭრიჭინობლების შეკერილ ღამეს
გამთენიისას მამლები ჭრიან.
და ორღობეში მდგარი სიჩუმე
სოფლიდან გააქვს ურმების ჭრიალს...“
მერე თვალებში შემოდის დილა,
​აფუსფუსდება ღამე, ნათევი.
​და სევდიანად წამოვა წვიმა
როგორც ნაღვენთი წმინდა სანთელების.
​ამდენი სევდა, ამდენი დარდი,
​ვერ დაიტია გულში ბუნებამ
​და შემოდგომის ჭრელ ფოთოლცვენად
​წარმოისახა კაცთა გუნებამ...
უსასრულობით მოფენილ ველზე
რაც გარდცვლილა, არ დაბრუნდება.
ბოლოს ჩნდებიან გზანი რატომღაც,
როცა ურმები გადაბრუნდება!
-მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი