მერე...
მერე გამოჩნდება ვინმე,
ვისაც უგალობებს გული.
მერე გამოჩნდება გზები,
მერე გამოჩნდება ფული.
მერე დაივანებს სული,
როცა დამეწყება დაღლა.
მე კი ეხლა მინდა გრძნობა,
ფრთების გაშლა მინდა ახლა.
- მერფი -
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი