ქართველი სულით მეფეა!


ქართველი სულით მეფეა,
ჯარის,ქონების გარეშეც!..
მიტომ ვერ ვიტანთ ერთმანეთს,
ვახარებთ მომხდურს,
​გარეშეს?..
ბევრი ვაჟკაცი მუხთლობით 
უცხო მხარეში გარეკეს,
ბევრჯერ დავკარგეთ სამშობლო,
განგაშის ზარი დარეკეს!
​მაინც ფერფლისგან ავღსდექით,
​მაინც არ ქრება სანთელი...
​ქართველთ სხვა ვინ რას დააკლებს,
​თუ არა ისევ ქართველი! 
  -მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი