ჩემო მფარველო და ჩემო ანგელოსო...
ჩემო მფარველო და ჩემო ანგელოსო, ვგრძნობ რომ უფალია ჩემში... ისე მაქანავებს ჩუმი ბედისწერა როგორც, ზღვის ტალღები გემში. უტყვად სცოდნიათო გრიგალთ გატაცება, უხვად ქართატეხა მთებში. გულში გაელვება, სულში გარდატეხა, თეთრად შეჭირხლება თმებში... მერე სიბერეა, ბრძნული უძლურება, ბოლო უსასრულო ხევში. ჩემო მფარველო და ჩემო ანგელოსო, მოდი დაემკვიდრე ჩემში. -მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი