კავკასიონი! (მთები დაგრეხილი, მთაგრეხილი.)
მთები დაგრეხილი, მთაგრეხილი, ცამდე აგრეხილი მთათა სიონი. ჭიუხთა ფერდებზე ჯიხვთა რქაგრეხილი, რითმებს აყოლილი ბორგავს რიონი. ქვაბულში ამირანი, პრომეთედ წოდებული, გულში დალის მღვიმე, ხევებზე შემდგარი. მითი არგონავტთა სამყაროს მოდებული და ციხე აიეტის დევებზე ზე მდგარი. ხვამლის საიდუმლო, ზეცას კიდებული, ველებს მოდებული საუფლო სურნელი. ოქროს საწმისი და მედეა, დიდებული, ჰეკატეს ქურუმი თუ სნეულთა მკურნელი. მთებში ზღაპრად თქმული იმერ-ამიერი, ბერთა სავანე და მთიების სიონი. ხმებში განდობილი მრავალჟამიერი... დღემდე რომ ინახავს კავკასიონი! -მერ'ფი-
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი