ელეგია


ძველ დიდებულ ველებს, ძველზე ძველთაძველი,
დარაჯობსო თითქოს ზეციური მცველი, ​
აცისკროვნებს მთვარე ბნელ, იდუმალ არეს, 
ღრუბლები კი ცდილობს, ჩაეფაროს მთვარეს.​ 
ზოგჯერ სპეტაკია ზოლი, ძალზე მუქი, 
​ჩრდილთა სპექტაკლია სავსე მთვარის შუქი. 
ციდან მოჩანს მთები შევერცხლილი თმებით, ​
ნისლში რომ ჩაუფლავს თოვა და ქარბუქი. 
ჯანღი ძალას იკრებს, იკლებს სანაპიროს, 
ხელს ვერავინ უშლის, ძალადობს და გასდის, ​
ამ დალოცვილ მხარეს რა სურნელი ასდის?!. 
სულ ეხვევა მწირი, როგორც თაფლს და მირონს... 
გაილია ერი... 
რაღას უცდი, ერო?! 
მრე მრავლდება, ჩვენ კი ვხმებით სანახევროდ. 
სამზე მეტი შვილი  თუ არ გვექცა ყოფად, 
ქართველების ბედზე ვინ შეიქმნის მყოფადს?!. 
მერე ვერ გვიშველის გოდება და გლოვა, 
თავზე თუ დაგვექცა ცოდვილობის გროვა. ​
შევიკავოთ მტრობა, სანამ მოვა დილა,
დე შვილებმა ჩვენზე, რომ იცხოვრონ ტკბილად.
ღვთაებრივი ძღვენი​, შევიფეროთ არე, 
გავამრავლოთ ერი, მშობლიური მხარე!.. 
გარინდებულ ველებს, ძველზე ძველთაძველი, ​
დარაჯობსო თითქოს, აცისკროვნებს მთვარე...         
-მერ'ფი- 
01.10.2020 
ქ. ყვარელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი