მე ის არა ვარ ვინც ვიყავ...


მე ის არა ვარ ვინც ვიყავ,
​არც ის არა ვარ ვინცა ვარ.
​იცვლება წუთისოფელი,
​მიწა ვიყავ და ცისა ვარ...
​და თუ დღემდე ვარ ცოცხალი,
მიხმობს სამყარო ფერებით.
​ხვალ უსასრულო გავხდები,
უსაზღვროდ მოგეფერებით.
 - მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი