ზარმაცი კაცის ყანასა...


ზარმაცი კაცის ყანასა,
ყვავი უმღერის ნანასო,
ყორანი ბანს ეუბნება
ზარმაცი კაცის ყანასო.
ეკალბარდს ვინღა მოუვლის,
ვინ დაულესავს ცულ-დანას?!...
კაცი უქმობით მცონარე,
ნატვრის თვალს ნაღვლობს,
უთვალავს...
ბუხარში ნაცრის ქექვას
ვაჟკაცობა რომ ერქვას,
ჟამის სიმძიმე რას შველის
ყანას მოდებულ ძელქვას.
გულს მოკლავს იმის ყურება,
როგორ ჯაგდება ყანა.
თუ კაცმა არ მოუარა
ვის რჩება ეს ქვეყანა?
არავინ პატივს აღარ სცემს
უხმოდ ჩაქინდრულ თავებს.
გვგონია რამეს ვაკეთებთ,
ვეღარც კი ვაკრთობთ ყვავებს,
თუ სარეველამ იმარჯვა,
წალკოტს ვინ ააყვავებს ?!.
-მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი