მე გავიშლები, როგორც კოკორი...


მე გავიშლები, როგორც კოკორი გაიშლება წყლიან ჭიქაში.
და წამიერი გაელვება იქნება ვიცი.
გადავიკარგო მინდა სადღაც ძლიერ ცივ ქარში,
და დავივიწყო გატეხილი მიჯნურის ფიცი...
აღმოვაჩინე რომ, დაურგავთ ვარდი სილაში,
და ჭექა-ქუხილს მოვინატრებ წვიმის ღრუბლებით.
შენი ღიმილი გაიელვებს სისხამ დილაში,
და იმედები გაზაფხულზე კვლავ დაბრუნების.
ფესვებ მოსხლეტილს გამიტაცებს სადღაც გრიგალი,
და ამ ტიალში დაბინდდება კვლავ დედამიწა.
შემომეგება შემოდგომის ფერი ციალი,
და გულის ვარდმა კვლავ უწყალოდ მზე დამაფიცა.
ვიცი და ვჭკნები, 
დრო კი მიდის დაუვიწყარი.
დროს ვერვინ მოკლავს!
მე ვეწირები, როგორც გითხარი.
    - მერ'ფი -

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი