Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_7p54nm9c4qhts1f1e99pm6jp52, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
მე მთლად მარტო ვარ ... - მერაბ (-მერ’ფი-) ფირცხალაიშვილი | პოეზია

მე მთლად მარტო ვარ ...


მე მთლად მარტო ვარ და სევდა მათოვს,
           დავიწყებაში აირია თბილი სიტყვები,
          აღარც წარსულის მოგონილი დიდება მახსოვს,
          და მომავალში ჩაკარგული რაღა ვიქნები...
           მე მთლად მარტო ვარ, დამტოვა ყველამ,
           არვის არ უნდა გაგება ჩემი,
           ვზივარ და ასე გრძნობებში ვღელავ,
           როგორც წყალქვეშა დინებებით, 
           ჩაძირული უცნობი გემი...
           მე მთლად მარტო ვარ, ობოლი სულით,
           ვერვინ შეიცნო ჩემი არსება.
           მშვენიერება იყიდეს ფულით,
           და არ არსებობს სხვა შეფასება.
          ვიცი ჩემს ირგვლივ ჯოჯოხეთის გრიგალი ენთო,
          ნუ მიმატოვებ გევედრები, მიშველე ღმერთო.
              - მერ'ფი -

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი