ნეტა სამყარო დამენახა კიდით კიდემდე ...


ნეტა სამყარო დამენახა კიდით კიდემდე,
          ნეტა გაჩერდეს დროის დინება!
          არა არ მინდა...

                ნეტა სიცოცხლე სულ იყოს მუდამ,
                ნეტა სიკვდილი არ არსებობდეს,
                არც მე ვკვდებოდე.
         
         ვიბადებოდეთ, ვიბადებოდეთ,
         და არასოდეს არ ვთავდებოდეთ.
         თუ დედამიწა ვეღარ დაგვიტევს,
         ცის სხეულებზე დავსახლდებოდეთ.
    
               ნეტა რამდენი ვარსკვლავი ბრწყინავს.
               ნეტა მაჩვენა რა ხდება ცაში.
               ნეტა ვიცოდე მღვიძავს თუ მძინავს.
               ნეტა შევრჩები გრძნობების ზღვაში?!

                           აღარ თავდება ეს ნეტა-ნეტა,
                           ნეტა ნუგეში... სულ ერთი კვნეტა.

                                            - მერფი -

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი