როდესაც მანქურთს ებრძვის მანქურთი...


აღარ დამთავრდა ქვაბულში გზა და
ჩანს რომ გატკეპნილ წრეზე გავედით.
ჩაქცეულების უზომო მადა,
დაქცეულების: - კმარა! წავედით!
მტრობა კი უფრო იქცევა ავად,
დუღს და ცას წვდება ავი ფიქრებით.
მსახველი ისევ, ისე ზის, თავად,
ავის მნახველი დუმს და ვიქცევით...
ჯურღმულს სამსხვერპლო ​გამართეს ლელო,
​და გასატანი წყალს მიაქვს ბურთი.
ეჰ, ​ვიღას ახსოვს ყმა, საქართველო,
როდესაც მანქურთს ებრძვის მანქურთი...
- მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი