არც არავის ყმად ვყოფილვარ ...


„არც არავის ყმად ვყოფილვარ,
არც არავინ ყრმად მყოლია...
ძველი პური, ძველი ღვინო
წლითი-წლამდის გამყოლია!„
- - - 
მე ვარ პოეტი უხმო,
უბატონო და უყმო...
არსაით ველი მისანს,
მივდევ ზეციურ მიზანს.
ვცდილობ გავექცე თვალებს,
მჩხიბავებსა და ვალებს.
რაა სიცოცხლის არსი,
თუ გაგვიხდება ფარსი,
ხელი არ ახლოთ სკიპტრას !
ვის რაში არგებს ეპყრას,
ჩემი დიდების თასი.
სხვისთვის არა აქვს ფასი...
და, ვარ პოეტი უხმო,
უბატონო და უყმო...
-მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი