რამდენი ვარდობა გასულა ვიბნევი ...


რამდენი ვარდობა გასულა ვიბნევი,
            და კიდევ რამდენი ვარდობა გაივლის.
            შენს გულში ნაგემი ცხოვრების ბალღამი,
            ჩემს თმებში ჭაღარა ბილიკებს დაივლის.
            ვინ დათვლის ვარსკვლავებს ძილში რომ გვაცილებს,
            ვინ უნდა აღწეროს უგონო წამები.
            დაჟამულ კიბეებს მიჰყვება ცხოვრება,
            და სული მარტოა განაწამები.
            ფარფატებს ფარვანა და ცეცხლი სწყურია,
            არ ჰყოფნის ცხოვრების დარდი და ნაღველი,
            ვითომდა იმ ქვეყნად მოელის დიდებას,
            ვითომდა იმ ქვეყნის რომ იყოს მნახველი.
                         რამდენი ვარდობა გასულა, ვიბნევი.
                         და კიდევ რამდენი გაივლის უშენოდ.

                                       - მერფი -

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი